суббота, 30 августа 2014 г.

ტრენინგის მეორე დღე

                                             

ტრენინგის მეორე დღის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო დღის გეგმა. შედეგ მოხდა საშინაო დავალების-პროექტის თემის მიმოხილვა. გავიმეორეთ პირველ დღეს შესრულებული ოპერაციები და ტრენერმა უპასუხა ჩვენთვის საინტერესო შეკითხვებს.
   ინტერნეტ სახელმძღვანელოს დახმარებით შევასრულეთ რამდენიმე აქტივობა, კერძოდ: პუბლიკაციის გაცნობა და ჩეკლისტის მომზადება,  გავკეთეთ ბუკლეტი პროექტისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციითა და სურათებით. მომზადებული პუბლიკაცია, ჩეკლისტი და ბუკლეტი შევინახეთ ჩვენი საქაღალდეს შესაბამის ქვესაქაღალდეებში.ასევე ტრენერმა აგვიხსნა რომ თუ გვინდა ამ საქაღალდეში არსებული ინფორმაციის გაგზავნა ფოსტით ასეთი საქაღალდის გაგზავნა  შეუძლებელია და საჭიროა მასში არსებული საქაღალდეების დაარქივება. ვისწავლეთ საქაღალდის დაარქივება და გაგზავნა ელექრონულ ფოსტაზე.
   ამის შემდეგ გავაკეთეთ ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია  და გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე.
    დღე  ინფორმაციულად  საკმაოდ დატვირთული იყო,თუმცა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.

пятница, 29 августа 2014 г.

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის თემა:,, ინტელის ძირითადი მიზნების გაცნობა“
ტრენერი- ქეთი ცერაძე
            ტრენინგი დაიწყო მონაწილეთა გაცნობით.
            ტრენერმა გაკეთა ინტელის სასწავლო კურსის ზოგადი მიმოხილვა და ისაუბრა პროექტებით სწავლების პროცესში მისი მნიშვნელობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ სასწავლო კურსი შედგება რვა მოდულისგან, რომლებიც მოცემულია ელექტრონულ სახელმძღვანელოში. ამის შემდეგ უკვე  გავეცანით ელექტრონულ სახელმძღვანელოს და მისი საშუალებით პროექტის პორტფოლიოს შექმნას. დეტალურად გავეცანით კურსის რესურსების შექმნას და შენახვას. მუშაობის პროცესში ვნახეთ რამდენიმე პროექტი და შეგვექმნა ზოგადი წარმოდგენა პროექტის დაგეგმვასა და მომზადებაზე, რაც სამომავლოდ დაგვეხმარება ჩვენი პროექტების შექმნაში.

            ჩვენ თვითონ შევქმენით საქაღალდე და ქვესაქაღალდეები, სადაც შევიტანეთ პროექტის მომზადებისა და განხორციელებისთვის საჭირო მასალები და ინფორმაცია.