ტრენინგის მეორე დღის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო დღის გეგმა. შედეგ მოხდა საშინაო დავალების-პროექტის თემის მიმოხილვა. გავიმეორეთ პირველ დღეს შესრულებული ოპერაციები და ტრენერმა უპასუხა ჩვენთვის საინტერესო შეკითხვებს.
ინტერნეტ სახელმძღვანელოს დახმარებით შევასრულეთ რამდენიმე აქტივობა, კერძოდ: პუბლიკაციის გაცნობა და ჩეკლისტის მომზადება, გავკეთეთ ბუკლეტი პროექტისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციითა და სურათებით. მომზადებული პუბლიკაცია, ჩეკლისტი და ბუკლეტი შევინახეთ ჩვენი საქაღალდეს შესაბამის ქვესაქაღალდეებში.ასევე ტრენერმა აგვიხსნა რომ თუ გვინდა ამ საქაღალდეში არსებული ინფორმაციის გაგზავნა ფოსტით ასეთი საქაღალდის გაგზავნა შეუძლებელია და საჭიროა მასში არსებული საქაღალდეების დაარქივება. ვისწავლეთ საქაღალდის დაარქივება და გაგზავნა ელექრონულ ფოსტაზე.
ამის შემდეგ გავაკეთეთ ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია და გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე.
დღე ინფორმაციულად საკმაოდ დატვირთული იყო,თუმცა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.
Комментариев нет:
Отправить комментарий