пятница, 29 августа 2014 г.

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის თემა:,, ინტელის ძირითადი მიზნების გაცნობა“
ტრენერი- ქეთი ცერაძე
            ტრენინგი დაიწყო მონაწილეთა გაცნობით.
            ტრენერმა გაკეთა ინტელის სასწავლო კურსის ზოგადი მიმოხილვა და ისაუბრა პროექტებით სწავლების პროცესში მისი მნიშვნელობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ სასწავლო კურსი შედგება რვა მოდულისგან, რომლებიც მოცემულია ელექტრონულ სახელმძღვანელოში. ამის შემდეგ უკვე  გავეცანით ელექტრონულ სახელმძღვანელოს და მისი საშუალებით პროექტის პორტფოლიოს შექმნას. დეტალურად გავეცანით კურსის რესურსების შექმნას და შენახვას. მუშაობის პროცესში ვნახეთ რამდენიმე პროექტი და შეგვექმნა ზოგადი წარმოდგენა პროექტის დაგეგმვასა და მომზადებაზე, რაც სამომავლოდ დაგვეხმარება ჩვენი პროექტების შექმნაში.

            ჩვენ თვითონ შევქმენით საქაღალდე და ქვესაქაღალდეები, სადაც შევიტანეთ პროექტის მომზადებისა და განხორციელებისთვის საჭირო მასალები და ინფორმაცია.

Комментариев нет:

Отправить комментарий