воскресенье, 14 сентября 2014 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

დღის გეგმა:
1. გამეორება- მუშაობა ბლოგში-Link List-ით ტრენინგის განრიგის გადატანა;
2. მუშაობა ბლოგში- გვერდების ჩასმა;
3. პროექტების პრეზენტაცია;
4.ტრენინგის შეჯამება;
5. რეფლექსია.

   გავიმეორეთ წინა დღის მასალა, საქაღალდეს ბლოგზე გადატანა.
   ვისწავლეთ ფაილის გადატანაც და გადავიტანეთ რამდენიმე ფაილი. შევქმენით სიის გაჯეტი. ვიმუშავეთ გაჯეტის შეცვლაზე.
   ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება. გვერდის შესაქმნელად შევედით ბლოგის მენიუში და ავირჩიეთ Page მენიუ, სადაც ავირჩიეთ ბრძანება-გვერდის შექმნა.გვერდის ბლოგზე გამოსაჩენად დიზაინის მენიუში ავირჩიეთ ასევე Page გაჯეტი.
   გავაკეთეთ ჩანაწერზე ინტერნეტმისამართის მიბმა რედაქტირების საშუალებით.
   ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ გააკეთა თავისი პროექტის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
   დღის ბოლოს ტრენინგის მონაწილეებმა უკვე გავაკეთეთ ტრენინგის შეჯამება.

суббота, 13 сентября 2014 г.

ტრენინგის მე-8-ე დღე

დღის გეგმა:
1.გამეორება:
2.ფასილიტაციის რესურსი;
3. პორტფოლის გადახედვა;
4.ბლოგზე ატვირთვა- გაჯეტი-Link List
 გავიმეორეთ წინა დღეს შესრულებელი აქტივობები.

    ტრენერმა ისაუბრა ფასილიტაციის რაობასა და მნიშვნელობაზე.ფასილიტაციის რესურსებს გავეცანით ინტელის სასწავლო კურსის ციფრული რესურსების პორტალზე და   შევქმენით  ფასილიტაციის ნიმუში ჩვენი პროექტითვის, რომელიც შევინახეთ ჩვენი საქაღალდეს ,,პროექტის დამხმარე'' ქვესაქაღალდეში.
      გადავხედეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოს საქაღალდეს. ქვესაქაღალდეებს შევუცვალეთ სახელები, მოვამზადეთ ასატვირთად და ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე Link List  გაჯეტით.

ტრენინგის მე-7-ე დღე

დღის გეგმა:
1. გამეორება:
2. ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება:
3. ბლოგზე მუშაობა;
4.პროექტის გეგმაზე მუშაობა.
5. რეფლექსია.
 გავიმეორეთ წინა დღეს სესრულებული აქტივობები.

 ტრენერმა ისაუბრა პროექტის მსვლელობის პროცესში სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეთა ჩართვის მეთოდებსა და მნიშვნელობაზე.ინტელის სასწავლო კურსის გზამკვლევში დავათვალიერეთ მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული დავალებათა ნიმუშები და ჩვენც შევქმენით ერთი ასეთი ნიმუში, რომელიც შევინახეთ ,,პროექტის დამხმარე" ქვესაქაღალდეში.
  ვიმუშავეთ ჩვენს ბლოგზე, კერძოდ ვისწავლეთ საათის ჩასმა ბლოგის გაჯეტებში.
  პროექტის გეგმაში შევიტანეთ სასწავლო პროცესის მსვლელობა დეტალიზებულად.
გადასაწყვეტი ამოცანები და შესასრულებელი აქტივობები.
 ამ დღეს მოგვიწია როგორც ტექნიკურად, ისე მეთოდურად დატვირთული აქტივობების შერულება.

воскресенье, 7 сентября 2014 г.

ტრენინგის მე-6-ე დღე

დღის გეგმა:
1. გამეორება;
2. მოსწავლის პრეზენტაცია;
3. მოსწავლეთა პროექტების შესახებ;
4. პროექტების გეგმების გადახედვა;
5. რეფლექსია

1.   გავიმეორეთ პროექტის ბლოგზე მუშაობა-კომენტარები ბლოგზე და გაჯეტები.
2.ვისწავლეთ, როგორ უნდა გააკეთოს  მოსწავლემ პროექტის პრეზენტაცია. ინტელის სასწავლო კურსის გზამკვლევში ვნახეთ შესაბამისი ნიმუშები და ამის მიხედვით გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.ვისწავლეთ სალაიდში სურათებისა და დიაგრამების ჩასმა. სლაიდის დიზაინის, ანიმაციის და სურათის ანიმაციის შერჩევა.
შევადგინეთ პრეზენტაციის შაბლონი და ამ შაბლონის მიხედვით გავაკეთეთ პრეზენტაცია.
3. ინტელის სასწავლო კურსის რესურსებში  ვნახეთ სხვადასხვა პროექტის შეფასების რუბრიკები და შევინახეთ ის ფორმები, რომლებიც გამოგვადგება ჩვენი პროექტისთვის.
4. გადავხედეთ პროექტის გეგმას და დავგეგმეთ შემდეგი ნაბიჯების თანმიმდევრობა.
   ამ დღეს მივიღეთ, როგორც ტექნიკური ხასიათის ინფორმაცია ასევე ასევე მოხდა პროფესიული უნარ-ჩვევბის გაღრმავება.

суббота, 6 сентября 2014 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

დღის გეგმა:
1. გამეორება;
2.საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურა;
3. კომენტარები ბლოგზე;
4.მუშაობა ბლოგზე;
5.რეფლექსია.
   
    1.   გავიმეორეთ  წინა მეცადინეობაზე შესრულებული აქტივობები.
    2.  ინტელის სასწავლო კურსის გზამკვლევის მიხედვით გავეცანით როგორ უნდა მოხდეს გამოყენებული ლიტერატურისა და ინტერნეტ მისამართების  მითითება პროექტის პორტფოლიოს შექმნისას .გუგლიდან გადმოვიტანეთ პროექტისთვის საჭირო ინფორმაცია და სურათები, მივუთითეთ შესაბამისი მისამართი. გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი და ინტერნეტ მისამართები შევინახეთ ჩვენი საქაღალდეს ,,აუდიო ვიდეოს" ქვესაქაღალდეში ფაილი-,,საავტორო უფლებები".
 3. დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები და გავაკეთეთ კომენტარები.
 4. ბლოგზე მუშაობის პროცესში, კიდევ ერთხელ გავაკეთეთ ბლოგის სათაურის შეცვლა და ვისწავლეთ ბლოგის წაშლა და აღდგენა.ვიმუშავეთ ბლოგის მენიუში გაჯეტების ჩასმაზე. ჩავსვით სურათებისა და გამოკითხვის გაჯეტების ჩასმა, წაშლა და აღდგენა.
 

пятница, 5 сентября 2014 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

დღის გეგმა:
1. გამეორება;
2. შეფაესბის სხვადასხვა მეთოდის გამოყენება;
3. დროში გაწერილი შეფასების გეგმა;
4. პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია;
5.მუშაობა ბლოგში

       გავიმეორეთ ტრენინგის მესამე დღეს  პროექტის გეგმაზე მუშაობისას  შესრულებული აქტივობები.
      ელექტრონული სახელმძღვანელოს დახმარებით გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმის შემდეგ კომპონენტებზე: პირველი-.შეფასების სხვადასხვა მეთოდების გამოყენება, სადაც შეფასება გავაკეთეთ სამ ეტაპად, პროექტის დაწყებამდე, მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ. შეფაესბისას გამოვიყენეთ თითოეული ეტაპის შესაბამისი სხვადასხვა მეთოდი. მეორე- ჩამოვაყალიბეთ ის საბაზისო უნარ-ჩვევბი, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარდებათ პროექტზე მუშაობისას და მესამე- შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა.
    პროგრამა POWER-POINT-ში გავაკეთეთ პროექტის პორტფოლის პრეზენტაცია, პროგრამის ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით.
       ვიმუშავეთ ბლოგში სურათების განთავსებაზე.
     ტრენინგის სამი დღის  დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე მეოთხე დღეს მუშაობა კიდევ უფრო გაგვიადვილდა.

воскресенье, 31 августа 2014 г.

ტრენინგის მესამე დღე

                                         
     ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო დღის გეგმა:
1. მეორე დღის მასალის გამეორება;
2. პროექტის გეგმაზე მუშაობა
      ა) სატანდარტის დადგენა;
      ბ)პროექტის მიზნის განსაზღვრა;
      გ) მიმართულების მიმცემი კითხვები;
3. ბლოგზე მუშაობა.

1. გავაკეთეთ წინა დღის მასალის ზოგადი მიმოხილვა და დავამზადეთ ახლი ბუკლეტი.
2. პროექტის გეგმაზე მუშაობა:
     გეგმის დასაწყისში მოხდა სტანდარტისა და ინდიკატორების განსაზღვრა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
    სტანდართიდან გამომდინარე გამოიკვეთა პროექტის  მიზნები.
    ტრენერმა განსაკუთრებული ქცენტი გააკეთა მიმართულების მიმცემი კითხვების მნიშვნელობაზე.ამ კითხვების სწორად ფორმულირება პროექტის  წარმატებით განხორციელების ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
  გავაანალიზეთ სამი სახის შეკითხვა: ზოგადი თემატური და შინაარსობრივი.

3. ვიმუშავეთ ბლოგზე, კერძოდ ვისწავლეთ ბლოგის სათაურისა და დიზაინის შეცვლა.
   ეს დღე დატვირთული იყო ბევრი პრაქტიკული აქტივობით.